მესტიის მთათა წიაღის მდიდარი ბუნება გთავაზობთ როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის საკურორტო აქტივობებს. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ, ფეხით დალაშქროთ მთის მწვერვალები თუ ველოსიპედით, თხილმურებით ისრიალოთ თუ ცხენებით გაისეირნოთ წიწოვან ტყეებში. თქვენს განკარგულბაშია ასევე სამანქანო ტურები. გარდა სპორტული აქტივობებისა, მესტია გაძლევთ უნიკალურ შანსს, იმოგზაუროთ ისტორიულ ქვით მოფენილ ქუჩებში, საკუთარი ხელით შეეხოთ ჩვენი წინაპრების საცხოვრებელს VII საუკუნის კოშკებს და XII საუკუნის მაჩუბს; მოინახულოთ სამლოცველო ტაძრები და მთაში დაცული ორიგინალური კედლის მხატვრობა. შეგიძლიათ მოინახულოთ ევროპაში ყველაზე მაღლა მდებარე სვანური სოფელი უშგული ( ზღვის დონიდან 2200 მ.), რომელიც 1996 წლიდან იუნესკოს კულტურულ მემკვიდროების ძეგლად იქნა აღიარებული.
თქვენ შეგიძლიათ მოინახულოთ მსოფლიოში ცნობილი მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი სადაც დაცულია როგორც პრესტიუჟლი , ასევე ანტიკური და შუასაუკუნეების არტეფაქტები.

აქტივობები